ფეხბურთი

16:52 | 22.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში (+VIDEO)

სამხრეთ კორეის K ლიგის მე-17 ტურში ვაკო ყაზაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ულსან ჰიუნდაიმ“ გასვლაზე „სეული“ 2:1 დაამარცხა.

არადა, „ულსანი“ მე-6 წუთიდან მოყოლებული აგებდა, 76-ე წუთამდე, სანამ ყაზაიშვილმა ძალიან ლამაზი გოლით ანგარიში არ გაათანაბრა. 89-ე წუთზე სტუმრებმა მეორეც შეაგდეს და გამარჯვება მოიპოვეს.

ყაზაიშვილს K ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, გარდა ამისა, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თავი ორჯერ გამოიჩინა. მოგეხსენებათ, ვაკოს ივნისში ნაყოფიერი სანაკრებო მატჩებიც ჰქონდა და ვილი სანიოლის გუნდს 2 გოლით დაეხმარა.

„ულსან ჰიუნდაი“ 17 ტურის შემდეგ 39 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ „იეონბუკს“ 8 ქულით უსწრებს.

0.13519