ფეხბურთი

21:38 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" სიმონე ინძაგის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მილანის „ინტერმა“ მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. იტალიელ სპეციალისტს ძველი ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებდა, განახლებული შეთანხმებით კი კლუბში 2024 წლამდე დარჩება.

ინძაგიმ „ინტერი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა და მილანურ კლუბს გასულ სეზონში იტალიის თასი და სუპერთასი მოაგებინა. თუმცა, სკუდეტოსთვის ბრძოლაში „მილანს“ ჩამორჩა.

სიმონე ინძაგი „ინტერამდე“ 5 წლის განმავლობაში რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელი იყო, რომელსაც იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112715