მთავარი

17:39 | 17.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძემ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა
ოლიმპიადის ნახევარფინალში სანდროს უნგრელთან მსაჯებმა წააგებინეს

ქართული სპორტის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალი ფარიკაობაში, სადაც მსაჯების ძალიან საკამათო და აბსურდული გადაწყვეტილებებით სანდრო ბაზაძეს უნგრელ არონ სილაგისთან წააგებინეს.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიოანატზე სანდრომ შეძლო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ რევანშის აღება, 15:7 დაამარცხა და მომდევნო გავიდა.

სანდრო ბაზაძემ გასულ თვეში მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზამთარში კი, თბილისში გამართულ მსოფლიო თასზე ოქროს მედალი აიღო და პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც მსოფლიო თასზე გაიმარჯვა.

0.110665