სხვა

14:35 | 17.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

თაბაგარის სამი ოქრო ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატიდან
ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში 317 კილოგრამი დააფიქსირა

მექსიკაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 96 კილოგრამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა გერვასი (გეგი) თაბაგარმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

თაბაგარმა 6-ვე მისვლა წარმატებით გამოიყენა. ატაცში მან 134/138/140 კილოგრამები დაძლია და აღნიშნული მოძრაობა პირველ ადგილზე დაასრულა. აკვრაში კი, 166/170/177 კილოგრამიანი შტანგების აწევა შეძლა, რითაც აღნიშნული მოძრაობაც მოიგო და ორჭიდის ჯამშიც დაფიქსირებული 317 კილოგრამით პირველობა არავის დაუთმო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ თაბაგარის გარდა მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მოპოვება 89 კილოგრამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ ესართიამ შეძლო, რომელმაც სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტატო ნიკურაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120138