ფეხბურთი

16:42 | 16.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი დაასახელა

მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყატარის წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად არგენტინის ნაკრებს მიიჩნევს.

„ჩემი ფავორიტი არგენტინაა. ახლა მათ შესანიშნავი ნაკრები ჰყავთ. უფრო ძლიერი, ვიდრე რამდენიმე წლის წინათ. ძალიან შეკრული გუნდია. თანაც კვლავ მიუძღვით ლეო მესი. როცა შემადგენლობაში ასეთი ფეხბურთელი გყავს, ყოველთვის უმაღლესი ადგილებისთვის უნდა იბრძოლო.“ - ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს 90 Min.

მსოფლიო ჩემპიონატი წლეულს 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება ყატარში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110663