ფეხბურთი

0:10 | 15.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

კოსტა რიკა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ გავიდა

ისტორიაში მეექვსედ და ზედიზედ მესამედ - კოსტა რიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

კოსტა რიკამ დოჰაში გამართულ პლეი-ოფში ახალი ზელანდია ჟოელ კემპბელის მესამე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა და მუნდიალის 32-ე მონაწილე გახდა.

შესაბამისად, უკვე ცნობილია მუნდიალის ყველა მონაწილე და რვავე ჯგუფიც სრულად შეივსო. მსოფლიოს ჩემპიონატი კატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

A ჯგუფი

კატარი, ეკვადორი, სენეგალი, ნიდერლანდები

B ჯგუფი

ინგლისი, ირანი, აშშ, უელსი

C ჯგუფი

არგენტინა, საუდის არაბეთი, მექსიკა, პოლონეთი

D ჯგუფი

საფრანგეთი, ავსტრალია, დანია, ტუნისი

E ჯგუფი

ესპანეთი, კოსტა რიკა, გერმანია, იაპონია

F ჯგუფი

ბელგია, კანადა, მაროკო, ხორვატია

G ჯგუფი

ბრაზილია, სერბეთი, შვეიცარია, კამერუნი

H ჯგუფი

პორტუგალია, განა, ურუგვაი, სამხრეთ კორეა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092838