ფეხბურთი

14:37 | 14.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: “დინამო ბათუმი” კაშიას, კანკავასა და ვაისის “სლოვანს” შეხვდება

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო ბათუმი” ჩემპიონთა ლიგის პირველ სალვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის ჩემპიონ “ სლოვანს” დაუპირისპირდება.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შედეგი ასეთია. “სლოვანის” მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, რომელიც 4 წელი საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ამ გუნდის ღისებას იცავენ.

აქვე ვთქვათ, რომ პირველი მატჩი ბრატისლავაში შედგება, საპასუხო - ბათუმში.

პირველი ეტაპის მატჩები 5/6 და 12/13 ივლისს გაიმართება. საგულისხმოა, რომ „დინამო ბათუმი“ პირველ წრეს თუ დაძლევს, როგორც მინიმუმ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებას გაინაღდებს (ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხის შემთხვევაშიც). აი, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თუ დამარცხდება, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიციო ეტაპზე გადაერთვება და იქ ჯგუფში მოსახვედრად პლეი-ოფის სამი სტადიის დაძლევა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ "დინამო ბათუმი" გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად მონაწილეობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135407