ფეხბურთი

21:59 | 12.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიდი უპირატესობა გოლის გარეშე

საქართველოს ნაკრებმა დაუმარცხებელია სერია გააგრძელა, მაგრამ ბულგარეთის ნაკრებს ვერ მოუგო და ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ქულები პირველად დაკარგა. შესაბამისად, უდანაკარგოდ აღარ ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრები მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა. ბრწყინვალე გარემო იყო სტადიონზეც, რომელიც პირთამდე გაივსო და ყველაფერი იყო საიმისოდ, რომ საქართველოს მორიგი სამი ქულა მიეთვალა.

პირველ ნახევარში ქართველები ბურთს ფლობდნენ და მთელი 45 წუთი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს გაატარეს, 9-ჯერ კარისკენ დაარტყეს, 8-ჯერ კუთხური ჩააწოდეს, მაგრამ კარში ზუსტი დარტყმა არ ყოფილა.

მეორე ტაიმის სტარტზე ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი პასის მერე გიორგი მიქაუტაძემ ახლო მანძილიდან კარს ააცილა. 61-ე წუთზე კი სანიოლის გუნდს ყველაზე რეალური ორი მომენტი ჰქონდა. ჯერ კვარაცხელიას დარტყმა ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა, ხოლო გაგრძელებული შეტევის შემდეგ მიქაუტაძის თავური დარტყმა მეკარემ უკუაგდო. სანიოლმა მეორე ნახევარში ცვლილებებსაც მიმართა და შეტევა კიდევ უფრო გააძლიერა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო - 0:0.

საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ მეოთხე ჯგუფში 10 ქულით პირველი ადგილი უკავია და მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, თბილისში კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც დღეს გიბრალტარი იოლად დაამარცხა და 7 ქულით მეორე ადგილზეა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული არ დამარცხებულია. ეს შესანიშნავი სერია 9 მატჩს ითვლის - 7 მოგება, 2 ფრე.

საქართველო - ბულგარეთი 0:0 (0:0)

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო (3-4-3): ლორია; ხოჭოლავა, კაშია, დვალი; ლობჟანიძე, მექვაბიშვილი (დავითაშვილი 63), კვეკვესკირი, აზაროვი (კიტეიშვილი 63); ყაზაიშვილი (წიტაიშვილი 52), მიქაუტაძე (ზივზივაძე 80), კვარაცხელია

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ბულგარეთი (4-4-2): მიხაილოვი; ტურისტოვი, ჩორბაძისკი, გალაბოვი, ნედიალკოვი; მ. მიჩნევი (ჩოჩევი 85), კოსტადინოვი, მილანოვი, კრაევი; ილიევი (გ. მინჩევი 51), სტეფანოვი (მალინოვი 65)

მწვრთნელი: გეორგი პოპოვი

გაფრთხილება: დავითაშვილი (67) - მ. მინჩევი (54), კოსტადინოვი (75)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (1) – 3 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 10:0 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ესპასი ესკასი (ნორვეგია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113095