ფეხბურთი

20:00 | 10.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი შესაძლოა სერია A-ში გადავიდეს

ლუის სუარესი შესაძლოა ბერგამოს „ატალანტაში“ გადავიდეს. ურუგვაელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია და ახალ კლუბს ეძებს.

იტალიური მედიის ცნობით, ბერგამოული კლუბი სამხრეთამერიკელი ვარსკვლავის გადაბირებითაა დაინტერესებული. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

სუარესის მიმართ ინტერესს „ატალანტას“ გარდა, „რივერ პლეიტიც“ იჩენს, მანამდე კი ფლორენციის „ფიორენტინასაც“ დაუკავშირეს.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესმა მადრიდის „ატლეტიკო“ დატოვა, სადაც ბოლო ორი სეზონი გაატარა და 83 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. მანამდე მან „ბარსელონაში“, „ლივერპულში“, „აიაქსში“, „გრონინგენსა“ და „ნასიონალში“ ითამაშა.

0.109803