ფეხბურთი

12:52 | 9.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

არტურო ვიდალი „ფლამენგოში“ გადასვლასთან ახლოსაა

„ინტერის“ ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, დიდი ალბათობით, ბრაზილიური „ფლამენგოს“ მოთამაშე გახდერბა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფომაციით, ჩილელი ფეხბურთელი რიოდეჟანეიროელებთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. უახლოეს დღეებში მხარეები საბოლოო შეხვედრას გამართავენ და ხელშეკრულებას გააფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ ვიდალი „ინტერში“ „ბარსელონადან“ გადავიდა 2020 წელს. სერია A-ს გასულ სეზონში მან 28 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.119194