ფეხბურთი

22:27 | 5.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

უელსმა უკრაინა დაამარცხა და 64-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

უელსის ნაკრები ევროპიდან ბოლო ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

რობერტ პეიჯის გუნდმა პლეი ოფის ფინალში უკრაინის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოუგო. 34-ე წუთზე გარეთ ბეილმა ჯარიმა შეასრულა და ანდრეი იარმოლენკომ ავტოგოლი გაიტანა.

უკრაინა დიდ უპირატესობას ფლობდა და აუცილებლად უნდა გაეტანა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან უელსელთა მეკარე უეინ ჰენესიმ ფანტასტიკური თამაში ჩაატარა. მან საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან 9-ჯერ იხსნა!

უელსი ისტორიაში მეორედ და 1958 წლის შემდეგ პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც B ჯგუფში ინგლისის, აშშ-სა და ირანის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

უელსი - უკრაინა 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 იარმოლენკო (34, ა.გ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144089