ფეხბურთი

16:59 | 2.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გიოტცე შესაძლოა "მილანში" გადავიდეს

იტალიური „მილანი“ პსვ ეინდჰოვენის შემტევი ნახევარმცველის მარიო გიოტცეს ტრანსფერით დაინტერესდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მილანელებმა გიოტცეს ტრანსფერზე ინფორმაცია უკვე მოითხოვეს და შესაძლოა ნიდერლანდურ კლუბთან მოლაპარაკებებიც დაიწყონ. გიოტცეს პსვ-სთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ 4-5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფეხბურთელს შეელევიან.

29 წლის მარიო გიოტცე პსვ ეინდჰოვენში 2020 წლიდან თამაშობს და 77 შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალის გმირმა კარიერის განმავლობაში „დორტმუნდსა“ და „ბაიერნში“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130268