ფეხბურთი

12:51 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზინჩენკომ ცრემლები ვერ შეიკავა: "ორი ოცნება გვაქვს - ომის შეჩერება და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა"

„მანჩესტერ სიტისა“ და უკრაინის ნაკრების მცველმა ოლეკსანდრ ზინჩენკომ შოტლანდიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ომზე ისაუბრა და ცრემლები ვერ შეიკავა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა უკრაინაში ორი ოცნება აქვთ - ომის შეჩერება და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება.

„მე მთელი მსოფლიოს გარშემო ვესაუბრე ხალხს, ასევე უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც ვერ ხვდებიან, რა ხდება უკრაინაში. მათ უბრალოდ უნდათ, რომ ომი დასრულდეს. მხოლოდ ერთი ოცნება აქვთ - ომი შეაჩერონ. ჩვენ კიდევ ერთი ოცნება გვაქვს - მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა. გვინდა, საოცარი ემოციები მივანიჭოთ უკრაინელ ხალხს, ისინი ამას იმსახურებენ“, - თქვა ზინჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები დღეს პლეი-ოფის ნახევარფინალში შოტლანდიას დაუპირისპირდება. გამარჯვებული ფინალში გავა, სადაც უელსის ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება და სწორედ ფინალის მომგები გუნდი გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106472