ფეხბურთი

11:23 | 31.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია არგენტინის ნაკრებში კარიერას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს

არგენტინის ნაკრების 34 წლის ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ გუნდში კარიერას დაასრულებს.

„წლევანდელი მუნდიალის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში კარიერას დავასრულებ. დროა ადგილი ახალგაზრდებს დავუთმო. ძალიან კარგი მომავალი თაობა გვყავს, უკვე საერთაშორისო დონეზეც მიიღეს გამოცდილება და ოსტატობასაც იმაღლებენ.

დარწმუნებული ვარ, ისინი თავისი ქვეყნის სახელს ღირსეულად დაიცავენ.“ - ციტირებს დი მარიას სიტყვებს Mundo Deportivo.

დი მარიამ არგენტინის ნაკრებში ჯამში 121 მატჩი ჩაატარა და 24 ბურთი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ დი მარია ამ ზაფხულს „პარი სენ-ჟერმენსაც“ ტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122761