ფეხბურთი

23:56 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. ვაკო ყაზაიშვილმა დღეს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი იყო ჩართული. საქართველოს ნაკრები 31 მაისს კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს.

1 ივნისს საქართველოს და გიბრალტარის ნაკრებთა ვარჯიში დინამო არენაზე გაიმართება.

1 ივნისის განრიგი

10:00 გიბრალტარის ნაკრების ვარჯიში

11:15 გიბრალტარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში

მედიის წარმომადგენლები აკრედიტაციებთან დაკავშირებით ინფორმაციას 31 მაისს მიიღებენ. დინამო არენაზე დაგეგმილ პრესკონფერენციებსა და მატჩისწინა ვარჯიშს მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

nakrebi.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113862