ფეხბურთი

21:37 | 24.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კავანი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს: ორი კლუბი განსაკუთრებით აქტიურობს

ურუგვაის ნაკრების ვეტერანი ფორვარდი ედინსონ კავანი შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს. გადაწყვეტილია, რომ კავანი ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდება.

იტალიური მედია წერს, რომ კავანის ტრანსფერით ფლორენციის „ფიორენტინაა“ დაინტერესებული, თუმცა, ფავორიტად „სალერნიტანა“ მიიჩნევა, რომლის პრეზიდენტმა ინტერესი დაადასტურა და თქვა, რომ ეს გულშემატკივრებისთვის დიდი საჩუქარი იქნებოდა.

„სალერნიტანამ“ სერია A-ში ადგილი ისტორიაში პირველად შეინარჩუნა და მომდევნო სეზონსაც ელიტაში გაატარებს. ამ გუნდში ფრანკ რიბერი თამაშობს და ახლა მას შეიძლება კავანიც შეუერთდეს. აღსანიშნავია, რომ ურუგვაელთან მიმართებაში ახსენეს მისი ყოფილი კლუბი „ნაპოლიც“.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანიმ „მანჩესტერში“ ბოლო ორ სეზონში 59 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „დანუბიოში“, „პალერმოში“, „ნაპოლისა“ და „პარი სენ ჟერმენში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118216