ფეხბურთი

16:58 | 24.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი ლა ლიგის სეზონის აღმოჩენების სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ლა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის დასრულების შემდეგ სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც მადრიდული გაზეთის ვერსიით სეზონის აღმოჩენები იყვნენ.

ჩვენთვის გამოსარჩევი ისაა, რომ „მარკამ“ გიორგი მამარდაშვილიც გამოარჩია და სეზონის აღმოჩენათა სიმბოლურში მეკარის პოზიციაზე ქართველი დააყენა.

აღნიშნული სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)

მცველები: დავიდ გარსია (ოსასუნა), რეინალდო მანდავა (ატლეტიკო), ალექს მორენო (ბეტისი)

ნახევარმცველები: პეპელუ (ლევანტე), გავი (ბარსელონა), ედუარდო კამავინგა (რეალი), ალვარო გარსია (რაიო ვალეკანო)

თავდამსხმელები: ნიკო უილიამსი (ბილბაო), ენეს უნალი (ხეტაფე), პერე მილა (ელჩე)

შეგახსენებთ, 2021-2022 წლების სეზონში მამარდაშვილმა ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა (18 ლა ლიგაში, 3 ესპანეთის თასზე) და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა (რვაჯერ ლა ლიგაში, ერთხელ თასზე). „ვალენსიამ“ ლა ლიგა მეცხრე ადგილზე დაასრულა, ესპანეთის თასის ფინალში კი „ბეტისთან“ პენალტების სერიაში წააგო.

მამარდაშვილი „ვალენსიას“ იჯარით გასულ ზაფხულს შეუერთდა და წინასასეზონო შეკრებაზე შეძლო შანსის გამოყენება, მერე კი, უშუალოდ სეზონის მიმდინარეობისას. „ღამურებმა“ გიორგი უკვე გამოისყიდეს და კონტრაქტი 2024 წლამდე გაუფორმეს, ერთი წლით განახლების შესაძლებლობით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132434