ფეხბურთი

23:26 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელიმ თურქეთის ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა, ერთი უბრალოდ შედევრი იყო (+VIDEO)

მარიო ბალოტელი ბევრმა მიივიწყა, მაგრამ იტალიელ ფორვარდს, რომელიც „ადანა დემირსპორის“ ღირსებას იცავს, საოცარი თამაში ჰქონდა.

თურქეთის სუპერლიგის ბოლო ტურში ვინჩენცო მონტელას გუნდმა „გიოზთეპე“ 7:0 გაანადგურა, „სუპერმარიომ“ კი 5 გოლი გაიტანა! გარდა იმისა, რომ პენტა-თრიკი უკვე გამოსარჩევია, 31 წლის იტალიელის ერთი გოლი ნამდვილად შედევრი იყო.

მარიომ მეხუთე გოლი ე.წ. „რაბონა“ დარტყმით გაიტანა, თან მანამდე, ბრაზილიელი რონალდოს სტილში ბურთზე ფეხები არაერთგზის გადაატარა და მართლაც საოცარი სილამაზის გოლი შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ ბალოტელის ურიგო სეზონი სულაც არ ჰქონია და სუპერლიგაში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა.

0.112743