ავტოსპორტი

0:43 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბარსელონას რბოლას პოულიდან ლეკლერი დაიწყებს

ფორმულა 1-ის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერმა შარლ ლეკლერმა, ესპანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და კვირის რბოლას მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს. მეორე ადგილს დასჯერდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი ვისაც ბოლო ცდაზე, პრობლემა შეექმნა და წრე აღარ დაასრულა.

მეორე და მესამე რიგში, ადგილებს შესაბამისად, კარლოს საინსი და ჯორჯ რასელი, ლუის ჰამილტონი და სერხიო პერესი დაიკავებენ. „მერსედესმა“ ბარსელონაში განახლებული მანქანა ჩაიტანა, რომლითაც ორივე პილოტი კმაყოფილი დარჩა. და ეს მათს შედეგებზეც აისახა.

„ძალიან რთული სესია იყო. პირველ ცდაზე შეცდომა დავუშვი და ყველაფერი დარჩენილ ერთ წრეზე იყო დამოკიდებული. კარგად გამომივიდა. იყო რთული მომენტებიც, მაგრამ ისეთი არაფერი. მიხარია, რომ პოულ პოზიციაზე დავდგები“, - განაცხადა ლეკლერმა, ვისაც კვალიფიკაციის მესამე ნაწილში, პირველ ცდაზე შეცდომა მოუვიდა და დატრიალდა. მისთვის ეს ექვს რბოლაში მეოთხე პოულია.

ფერსტაპენს ბოლო ცდაზე ძრავთან დაკავშირებით მცირე პრობლემა შეექმნა. რადიოთი დაიჩივლა, სიმძლავრე დავკარგეო. რბოლის შემდეგ განაცხადა, ან ძრავის ბრალი იყო, ან DRS არ გაიხსნაო. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, იმითაც კმაყოფილია, რომ რბოლას პირველი რიგიდან დაიწყებს.

ათეულში შესასვლელად საკმარისი დრო ჰქონდა ლანდო ნორისს, მაგრამ იმის გამო, რომ ტრეკის ლიმიტი დაარღვია, გამსვლრლი დრო გაუუქმდა და ათეულს მიღმა დარჩა. მისი უიღბლობით კი მიკ შუმახერმა იხეირა.

ესპანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:19.861
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.323
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.416
  4. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.643
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.670
  6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.762
  7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 0.858
  8. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 0.932
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.547
  10. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1.618
  11. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.721
  12. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.888
  13. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.889
  14. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 2.111
  15. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 2.344
  16. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 2.204
  17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 2.293
  18. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 2.668
  19. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 2.895
  20. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.165
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111073