სხვა

12:27 | 21.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე მარცხი ნაცუ ბაშოზე

ქართველმა სუომისტმა ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. მე-14 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი ტამავაშის გაეჯიბრა და ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა.

მიუხედავად მიჯრით მეორე მარცხისა, ლევანს უკვე განაღდებული აქვს დადებითი ბალანსი, რადგან 8 გამარჯვების საპირისპიროდ ექვსი მარცხი აქვს.

ნაცუ ბაშოს ბოლო საშეჯიბრო დღე 22 მაისს გაიმართება, ქართველი სუმოისტის მეტოქე კი ჯერ არ გარკვეულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121322