ფეხბურთი

10:25 | 21.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოპლიგების საუკეთესო მეკარეები: მამარდაშვილს დონარუმაზე უკეთესი შედეგი აქვს

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ტოპ ხუთ ჩემპიონატში დარტყმების მოგერიების პროცენტული მაჩვენებლით მე-14 ადგილზეა.

Opta-მ პრემიერლიგაში, სერია A-ში, ბუნდესლიგაში, ლა ლიგასა და ლიგა 1-ში მოთამაშე მეკარეების სტატისტიკა დაითვალა. მხოლოდ ორი კრიტერიუმი იყო: მეკარეს მინიმუმ 10 მატჩი უნდა ჰქონოდა ჩატარებული და სტატისტიკა დათვლილია მხოლოდ შიდა ლიგების მატჩების მიხედვით. შესაბამისად, მასში არ შედის სათასო და ევროტურნირების მატჩები.

მამარდაშვილმა, რომელმაც ლა ლიგაში 18 თამაში ჩაატარა, დარტყმების 73.33% მოიგერია, რაც როგორც ვთქვით, ზემოჩამოთვლილ ხუთ ჩემპიონატში მე-14 შედეგია და ჯანლუიჯი დონარუმასაც კი უსწრებს, ხოლო კონკრეტულად ესპანეთში - მესამე. გიორგიზე უკეთესი შედეგი მხოლოდ იასინ ბონოს და ტიბო კურტუას აქვთ. აღსანიშნავია, რომ მათ ქართველ მეკარეზე გაცილებით მეტი თამაშიც ჩაატარეს.

სეივების პროცენტული მაჩვენებლით საუკეთესო 20-ეული ასეთია:

1. მაიკ მენიანი (მილანი)

მოგერიება: 78.79%

თამაში: 31

2. დავიდ ოსპინა (ნაპოლი)

მოგერიება: 76.65%

თამაში: 31

3. კეილორ ნავასი (პსჟ)

მოგერიება: 76.62%

თამაში: 20

4. იასინ ბონო (სევილია)

მოგერიება: 76%

თამაში: 31

5. ვალტერ ბენიტესი (ნიცა)

მოგერიება: 75.91%

თამაში: 36

6. ალისონი (ლივერპული)

მოგერიება: 75.79%

თამაში: 35

7. ჟოზე სა (ვულვზი)

მოგერიება: 75.47%

თამაში: 36

8. ტიბო კურტუა (რეალი)

მოგერიება: 75.42%

თამაში: 35

9. სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი)

მოგერიება: 75.41%

თამაში: 36

10. იონას ომლინი (მონპელიე)

მოგერიება: 75%

თამაში: 28

11. ვლადიმირო ფალკონე (სამპდორია)

მოგერიება: 74.55%

თამაში: 10

12. დავიდ რაია (ბრენტფორდი)

მოგერიება: 74.23%

თამაში: 23

13. პრედრაგ რაიკოვიჩი (რეიმსი)

მოგერიება: 73.55%

თამაში: 37

14. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)

მოგერიება: 73.33%

თამაში: 18

15. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

მოგერიება: 72.58%

თამაში: 17

16. მარკ ფლეკენი (ფრაიბურგი)

მოგერიება: 72.54%

თამაში: 32

17. უნაი სიმონი (ბილბაო)

მოგერიება: 72.48%

თამაში: 33

18. კიკო კასილია (ელჩე)

მოგერიება: 72.41%

თამაში: 13

19. ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი)

მოგერიება: 72.38%

თამაში: 33

20. ალექს რემირო (სოსიედადი)

მოგერიება: 71.95%

თამაში: 34

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს ყველა ტურნირზე 21 მატჩი აქვს ჩატარებული (18 ლა ლიგაში, 3 ესპანეთის თასზე) და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა (რვაჯერ ლა ლიგაში, ერთხელ თასზე). „ვალენსია“ სეზონს დღეს, ვიგოს „სელტასთან“ მატჩით დაასრულებს.

მამარდაშვილი „ვალენსიას“ იჯარით გასულ ზაფხულს შეუერთდა და წინასასეზონო შეკრებაზე შეძლო შანსის გამოყენება, მერე უშუალოდ სეზონის მიმდინარეობისას. „ღამურებმა“ გიორგი უკვე გამოისყიდეს და კონტრაქტი 2024 წლამდე გაუფორმეს, ერთი წლით განახლების შესაძლებლობით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100804