ფეხბურთი

11:21 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

როდე: „არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს“

ევროპა ლიგის ფინალში „რეინჯერსთან“ გამარჯვების შემდეგ (1:1, 5:4 პენ), „აინტრახტის“ კაპიტანი, სებასტიან როდე აღფრთოვანებას ვერ ფარავდა.

„არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს. ეს წარმატება დავიმსახურეთ. რთული გზა გამოვიარეთ ფინალამდე, მაგრამ ყველაფერი ჩინებულად დამთავრდა. გულშემატკივრების მხარდაჭერა ხომ ფანტასტიკური იყო. არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი ტურნირის განმავლობაში.“ - ციტირებს როდეს სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

მატჩის მსვლელობისას როდე „რეინჯერსის“ ნახევარმცველ ჯონ ლანდსტრიომს შეეჯახა. გლაზგოელთა შუახაზელმა მას ფეხი თავში ჩაარტყა, რის შემდეგაც როდემ თავშეხვეულმა გააგრძელა თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114028