სხვა

3:41 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროზე მალია როსას მფლობელი ისევ არ შეცვლილა

ჯირო დ’იტალიას მე-11 ეტაპი იტალიელმა ალბერტო დაინეზემ მოიგო. მან 203-კილომეტრიან მარშრუტის მიწურულს, გამარჯვებას სპრინტერულ რბოლაში მიაღწია.

24 წლის ველომრბოლმა ჯერ უკან მოიტოვა სპრინტის ჩათვლის ფრანგი ლიდერი არნო დემარი, ბრიტანელი მარკ კავენდიში და ავსტრალიელი ქეილებ იუენი. შემდეგ კი, ფინიშთან თანამემამულე სიმონე კონსონისაც აჯობა და კარიერაში პირველად მოიგო ჯიროს ეტაპი. ამასთან, ის პირველი იტალიელია, ვინც მიმდინარე ჯიროზე ეტაპის მოგება შეძლო.

კონსონის ფინიშამდე კოლუმბიელმა ფერნანდო გარივიამაც მიასწრო, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. თავად კონსონინი კი მესამე ადგილს დასჯერდა.

„ჯირო დ’იტალიაზე, სახლთან ასე ახლოს გამარჯვება წარმოუდგენელია. საოცარია, რომ ბარდემ, ვინც კლასიფიკაციაში მესამეა, ფინიშთან ჩემზე იმუშავა. ჯიროს ეტაპის მოგება განსაკუთრებულ გრძნობას აღძრავს“, - განაცხადა დაინეზემ (ფოტოზე), ვის გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა რომენ ბარდემ. ეტაპის დაწყებამდ ფრანგი მესამე ადგილზე იყო, მაგრამ სანამ თანაგუნდელს ეხმარებოდა, ერთი ადგილით ჩამოქვეითდა.

ესპანელმა ხუან პედრო ლოპესმა საერთო კლასიფიკაციაში ლიდერობა შეინარჩუნა. ის უახლოეს მდევარს 12 წამს უგებს. მაგრამ მეორე ადგილზე არა პორტუგალიელი ჟოაუ ალმეიდაა, არამედ ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი, ვინც ბონუს ქულები შუალდურ ფინიშზე დააგროვა. ამით ის დროში ალმეიდას გაუთანაბრდა, თუმცა მაინც მეორეზე გადაინაცვლა.

მე-12 ეტაპზე (პარმადან ჯენოამდე) რამდენიმე აღმართია და ერთი ტექნიკური, გრძელი დაღმართია გასავლელი.

0.107813