ფეხბურთი

17:02 | 18.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძე "ნიუკასლ ჯეტსში" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ავსტრალიურ „ნიუკასლ ჯეტსში“ სეზონი შეაფასეს და ბექა მიქელთაძე კლუბში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ქართველი ფეხბურთელი ასევე 13 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და სპეციალური ჯილდო გადაეცა. გარდა ამისა, ბექა კრეიგ ჯონსტონის მედლით დაჯილდოვდა. ამ მედლის მფლობელს ყოფილი ფეხბურთელები, ჟურნალისტები და თავად ჯონსტონი ავლენენ.

ბექა მიქელთაძეს „ნიუკასლ ჯეტსში“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ავსტრალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა, სამჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.107188