სხვა

11:53 | 18.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ნაცუ ბაშოზე

ლევან გორგაძე კარგ ფორმაშია და ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, რითაც საგაზაფხულო სუპერტურნირის დადებითი ბალანსის დასრულებასთან ძალიან ახლოსაა.

მე-11 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი აძუმარიუს დაუპირისპირდა და აღმოსავლეთი მე-9 მაეგაშირა იორიკირის ილეთით დაამარცხა. შედეგად, ტოჩინოშინის ბალანსი დადებითია - 7 მოგება და 4 წაგება.

გავიხსენოთ, რომ ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო ცუდად დაიწყო და ზედიზედ 3 ბრძოლა დათმო, მაგრამ შემდეგ ვითარება მკვეთრად გამოასწორა (8-დან 7 ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა). მას დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილ 4 ბრძოლიდან ერთი მოგებაც ეყოფა.

ქართველი სუმოისტი მომდევნო ბრძოლას მიოირიუ იქნება, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი გააჩნია - 13 გამარჯვების საპირისპიროდ 17 მარცხი.

0.124312