ფეხბურთი

19:21 | 17.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიამ "იუვენტუსთან" შეთანხმებას მიაღწია

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ დი მარია კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ფრანგული და იტალიური გამოცემები ავრცელებენ.

როგორც ცნობილი გახდა, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება. დი მარია „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ერთი წლით განახლების ვარიანტით, ხოლო მისი ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება.

ანხელ დი მარია ბოლო 7 წლის განმავლობაში „პარი სენ ჟერმენში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი ეწურება. 34 წლის არგენტინელმა სახელი ლისაბონის „ბენფიკაში“ გაითქვა, მერე კი „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112158