ფეხბურთი

14:21 | 17.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ მბაპეს ტრანსფერის შესახებ, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ გამოაცხადებს

მადრიდის „რეალი“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის, კილიან მბაპეს ტრანსფერის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ გამოაცხადებს, რომელშიც „რეალი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება - გვამცნობს ტვიტერში Goal.

„რეალი“ – „ლივერპულის“ შეხვედრა 28 მაისს გაიმართება პარიზში.

მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს ვადა წლეულს, 30 ივნისს ეწურება და ფრანგი შემტევი თავისუფალი აგენტი გახდება.

23 წლის მბაპემ მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში 45 მატჩი გამართა, 36 ბურთი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114428