კალათბურთი

1:10 | 16.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 12 ქულა, "ვირტუსმა" პლეი-ოფი მოგებით დაიწყო

იტალიის სერია A-ში პლეი-ოფი დაიწყო და თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში შინ „პეზარო“ დაძაბულ ბრძოლაში, 82:76 დაამარცხა.

ბოლონიელებმა პირველი ტაიმი 9 ქულით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც ამ უპირატესობის ხარჯზე მოიპოვეს.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა, მაგრამ 12 ქულის, 3 მოხსნის და 2 პასის დაგროვება მოასწრო. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. შენგელიამ ტრავმა მიიღო და ასე ცოტა ხნით ამიტომაც ითამაშა. აღსანიშნავია, რომ „ვირტუსში“ თორნიკეზე შედეგიანი მხოლოდ მარკო ბელინელი იყო, რომელმაც 14 ქულა დააგროვა.

„ვირტუს ბოლონია“ სერიაში 1:0 დაწინაურდა, მომდევნო შეხვედრა კი 17 მაისს გაიმართება და მასპინძელი ისევ სერჯო სკარიოლოს გუნდი იქნება.

0.119369