ფეხბურთი

16:26 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ალე შესაძლოა "დორტმუნდში" გადავიდეს

დორტმუნდის „ბორუსია“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ერლინგ ჰოლანდის შემცვლელის შეძენას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანულმა კლუბმა ცოტა ხნის წინ კარიმ ადეიემის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, „ყვითლების“ ხელმძღვანელებს სურთ, რომ ნორვეგიელი ბომბარდირი უფრო გამოცდილი ფორვარდითაც შეცვალონ.

Sky Sports-ის ინფორმაციით, „დორტმუნდის“ თვალთახედვის არეში ამსტერდამის „აიაქსის“ გოლეადორი სებასტიან ალე მოხვდა. შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სებასტიან ალემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 27 წლის კოტ დივუარელს მანამდე „ოსერში“, „უტრეხტში“, „აინტრახტსა“ და „ვესტ ჰემში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115012