ფეხბურთი

15:44 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ნაკრებმა საგანგებო, პატრიოტული ფორმა წარადგინა

უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრი პავლენკომ, სოციალურ ქსელში ქვეყნის ნაკრების საგანგებო, პატრიოტული ფორმის ფოტოები წარმოადგინა, რომელსაც „გმირები“ ოთხშაბათს, 11 მაისს, მიონხენგლადბახის „ბორუსიის“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ჩაიცვამენ.

ფორმის წინა მხარეს უკრაინის დროშაა დახატული, რომლის კონტურებიც იმ ქვეყნების დროშებითაა შესრულებული, რომლებიც უკრაინას რუსეთთან ომის დროს სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ (მათ შორისაა საქართველოს დროშაც). წარწერა United for Ukraine - გავერთიანდეთ უკრაინისთვის -ნიშნავს.

ზურგზე კი მოთამაშეების ნომრები ქვეყნის დაზარალებული ქალაქების სახელებითაა ინსპირირებული, რომლებიც შემდეგ ამ ქალაქების მუზეუმებს გადაეცემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140205