ფეხბურთი

22:00 | 9.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდმა "მანჩესტერ სიტიში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

ერლინგის ჰოლანდის „მანჩესტერ სიტიში“ ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია და ფაბრიციო რომანოს ცნობით, განცხადება მიმდინარე კვირაში გაკეთდება.

ცნობილი ინსაიდერი წერს, რომ ჰოლანდმა სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა და უკვე ინგლისური კლუბის ფეხბურთელია, რომელთანაც კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. „სიტი“ ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას, 75 მილიონ ევროს გადაიხდის.

რომანო იტყობინება, რომ ჰოლანდმა მიმდინარე კვირაში ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება თავად მოითხოვა, რათა „დორტმუნდის“ ფანებთან სათანადოდ დამშვიდობება შეძლოს.

შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდის“ რიგებში 2020 წლიდან თამაშობს და 88 თამაშში თავი 85 გოლით გამოიჩინა. მანამდე 21 წლის ნორვეგიელი ავსტრიულ „ზალცბურგსა“ და სამშობლოში, „მიოლდეს“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059438