ფეხბურთი

2:07 | 8.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ მყარად დადგა მეორე ადგილზე, თუმცა...

„ბეტისმა“ და „ბარსელონამ“ კარგი თამაშით გაახარეს მაყურებელი. თანაც ინტრიგა ბოლო წუთამდე არ შენელებულა. ალბათ არცერთი იმსახურებდა მარცხს, მაგრამ „ბარსელონამ“ მაინც იძალა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდმა მოუსინჯა მეტოქის ხარიხას სიძლიერე, გოლები კი ბოლოსკენ გავიდა. საინტერესოა, რომ ანგარიში ტრავმამოშუშებულმა ანსუ ფატიმ გახსხნა, რომელიც მინდორზე სულ ერთი წუთის შესული იყო. თუმცა მასპინძლებმა სამ წუთში გაათანაბრეს, თავი მარკ ბარტრამ გამოიჩინა. გამარჯვებისა კი ჟორდი ალბამ უკვე მეოთხე დამატებულ წუთზე გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ბარსელნა“ მეორე ადგილზე მყარად დადგა. თუმცა „სევილიასაც“ არ სძინავს, რომელიც კვირას „ვილიარეალს“ ესტუმრება.

„ვალენსიამ“ სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკთან“ უგოლო ფრე ითამაშა. თუმცა, „ღამურები“ უკვე მერამდენედ უნდა უმადლოდნენ ქართველ მეკარე გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც კიდევ ერთი არაჩვეულებროვი შეხვედრა ჩაატარა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დამსახურებულად დაასახელეს.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

35-ე ტური. 7 მაისი

ბეტისი - ბარსელონა 1:2

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“

0:1 ფატი (76), 1:1 ბარტრა (79), 1:2 ალბა (90+4)

ბეტისი: ბრავო, მორენო, ბარტრა, პესელია, საბალი, გუარდადო (კარვალიუ 79), როდრიგესი, ხუანმი (სანჩესი 78), ფეკირი კანალესი, იგლესიასი

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ბარსელონა: ნეტო, ალბა, გასია, არაუხო, ალვესი, გავი (პუჩი 80), ბუსკეტსი, დე იონგი, დეპაი (ობამეიანგი 66), დემბელე (ტრაორე 74), ტორესი (ფატი 75)

მწვრთნელი: ჩავი

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი

გაფრთხილება: ბარტრა (72); ბუსკეტსი (64), ალვეში (78)

ბილბაო - ვალენსია 0:0

ბილბაო. „ნუოვო სან-მამესი“

ბილბაო: სიმონი, ბერჩიჩე, მარტინესი, იერაი, დე მარკოსი (პეჩარომანი 83), მუნიაინი, ვესგა (ზარაგა 81), დანი გარსია (ვენსედორი 46), ნიკოლას უილიამსი (ბერენგერი 65), ინიაკი უილიამსი, რაულ გარსია

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი

ვალენსია: მამარდაშვილი, ვასკესი, ალდერეტე, პაულისტა (გილიამონი 45+3), ფულკიე, კორეა, მორიბა (რაჩიჩი 66), დიაკაბი, სოლერი (სანტიაგო 90+7), მუსა (გედეში 66), გომესი

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

მსაჯი: ისიდრო დიას დე მერა

გაფრთხილება: იერაი (8), ინიაკი უილიმასი (77), სიმონი (90+9), დე მარკოსი (90 მინდორს გარეთ); დიაკაბი (26), მორიბა (53), გილიამონი (72), გიიამონი (90+8)

გაძევება: გილოამონი (90+8)

მალიორკა - გრანადა 2:6

0:1 სუარესი (6), 1:1 სევილია (28), 1:2 ესკუდერო (46), 1:3 პუერტასი (55), 2:3 რაილიო (58), 2:4 მოლინა (69), 2:5 უზუნი (78), 2:6 მოლინა (90)

კადისი - ელჩე 3:0

1:0 ნეგრედო (80), 2:0 სობრინ (83), 3:0 ლოსანო (90+3)

გაძევება: პონსე (66)

სელტა - ალავესი 4:0

1:0 გალიარდო (6), 2:0 ასპასი (3), 3:0 ნავარო (57 საკ. კარში), 4:0 ასპასი (66)

გაძევება: ნავარო (64) - ალავესი

0.129912