ფეხბურთი

1:18 | 6.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის ფინალში "რეინჯერსი" და "აინტრახტი" გავიდნენ

ევროპა ლიგის ფინალში ფრანკფურტის „აინტრახტი“ და გლაზგოს „რეინჯერსი“ დაუპირისპირდებიან.

„აინტრახტმა“ „ვესტ ჰემს“ ინგლისში 2:1 მოუგო და ეს უპირატესობა საკუთარ მოედანზე არათუ შეინარჩუნა, არამედ გაიმყარა. „ჩაქუჩები“ მე-17 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ და რთული სიტუაციიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. გერმანელებმა კი, პირიქით - ამით ისარგებლეს და მოიგეს. ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე რაფაელ ბორემ გაიტანა და „აინტრახტი“ ევროპა ლიგის ფინალისტი გახდა. სხვათა შორის, "აინტრახტი" ევროთასის ფინალში 42-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

ბევრი ელოდა, რომ გერმანული ფინალი შედგებოდა, მაგრამ „ლაიფციგმა“ „რეინჯერსთან“ შინ მოპოვებული უპირატესობა (1:0) ვერ შეინარჩუნა. „აიბროქსზე“ დიდებული ატმოსფერო იყო და ჯოვანი ვან ბრონხოსტის გუნდმა ეს მუხტი იდეალურად გამოიყენა.

პირველ ტაიმში ტავერნიერმა და კამარამ გაიტანეს, რასაც 71-ე წუთზე ნკუნკუმ უპასუხა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 81-ე წუთზე ლუნდსტრამის გოლით შოტლანდიელებმა ეს თამაში 3:1, ხოლო ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგეს და 2008 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ ევროპა ლიგის ფინალში.

ევროპის რანგით მეორე ტურნირის ფინალური შეხვედრა 18 მაისს, სევილიაში, „სანჩეს პისხუანზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111327