ფეხბურთი

19:08 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" სიმონე ინძაგის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მილანის „ინტერი“ სიმონე ინძაგის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, 46 წლის იტალიელი სპეციალისტი ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს, რომელიც ძალაში 2024 წლამდე იქნება. ამჟამად მისი ხელშეკრულება 2023 წელს იწურება.

ინძაგი განახლებული კონტრაქტით სეზონში 5.5 მილიონ ევროს მიიღებს და ის მოიცავს ავტომატურად 2025 წლამდე განახლებას, მხარეების სურვილის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, სიმონე ინძაგიმ „ინტერი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა და გუნდს იტალიის სუპერთასი მოაგებინა, იტალიის თასის ფინალშია გასული, ხოლო სერია A-ში ლიდერ „მილანს“ სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე 2 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115018