ფეხბურთი

15:12 | 3.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ცეცაძემ „ტორპედო“ დატოვა

ბოლო დღეებში ბევრს საუბრობდნენ, მთავარი მწვრთნელი, გია ცეცაძე „ტორპედოდან“ მიდისო და დღეს, 3 მაისს, ქუთაისური კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა დაადასტურა სპეცილისტის გუნდიდან წასვლა.

„საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს" ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.

კლუბი, მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანიბაში.“ - წერია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120934