ფეხბურთი

14:25 | 3.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნს“ ნკუნკუ მოუნდა

მიუნხენის „ბაიერნი“ „ლაიპციგის“ ფრანგი ნახევარმცველით, კრისტოფერ ნკუნკუთი დაინტერესდა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი პედრო ალმეიდა.

წყაროს ინფორმაციით, ნკუნკუს გადაბირებით პირადად ბავარიელთა თავკაცი, იულიან ნაგელსმანი დაინტერესებულა. ის ნკუნკუსთან ერთად „ლაიპციგში“ მუშაობდა.

მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში ნკუნკუმ 44 შეხვედრა გამართა, 31 ბურთი გაიტანა და 20 საგოლე პასი შეასრულა.

ნკუნკუ „პარი სენ-ჟერმენის“ აღზრდილია და „ლაიპციგში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა 13 მილიონ ევროდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110333