ფეხბურთი

0:02 | 29.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

რალფ რანგნიკი ავსტრიის ნაკრების მწვრთნელი გახდება

რალფ რანგნიკმა შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვოს და ავსტრიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

გერმანელი სპეციალისტი სეზონის დასრულების შემდეგ „წითელი ეშმაკების“ მწვრთნელი არ იქნება, მაგრამ აქამდე ცნობილი იყო, რომ კლუბში 2 წლით კონსულტანტის პოზიციაზე უნდა ემუშავა, თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, პარასკევს დიდი შანსია, რომ რანგნიკის ავსტრიის ნაკრებში დანიშვნა ოფიციალურად დადასტურდეს, სადაც ფრანკო ფოდას შემცვლელს ეძებენ.

შეგახსენებთ, რალფ რანგნიკმა „მანჩესტერი“ გასული წლის შემოდგომაზე ჩაიბარა, როდესაც ოლე გუნარ სულშერის ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112508