ფეხბურთი

10:24 | 28.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარკ ნოუბლი: „ვესტ ჰემს“ ევროპა ლიგის მოგება სურს“

„აინტრახტთან“ ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ, „ვესტ ჰემის“ კაპიტანმა, მარკ ნოუბლმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის გუნდს ამ ტურნირის მოგება სურს.

„ახლა კარგი შემადგენლობა გვყავს და მჯერა, რომ რაღაც განსაკუთრებულს გავაკეთებთ. სათასო შეხვედრებშიც დადებითი გამოცდილება დაგვიგროვდა. ინგლისის ლიგის თასზე ხომ „მანჩესტერ სიტი“ დავამარცხეთ. მოვიტყუები თუ ვიტვი, რომ ამ პრიზის მოპოვებაზე არ ვფიქრობ. ევროპა ლიგის მოგება სეზონის შესანიშნავი დასასრული იქნებოდა.“ -ციტირებს ნოუბლის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

ცოტა ხნის წინათ, ნოუბლმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს. „ჩაქუჩების“ შემადგენლობაში ის 2004 წლიდან თამაშობს და ჯამში 500 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული.

„ვესტ ჰემი“ – „აინტრახტის“ შეხვედრა დღეს, 28 აპრილს გაიმართება ლონდონში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111149