ფეხბურთი

12:23 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა ზაფხულში „მანჩესტერს“ დატოვებს. მან კლუბის ჩათში წევრობა გააუქმა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს - გვამცნობს Mirror.

წყაროს ინფორმაციით, 29 წლის შუხაზელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე შეატყობინა თანაგუნდელებს და კლუბის ჩათშიც გააუქმა წევრობა.

კლუბთან მის არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მანკუნიანელთა დამრიგებლის, რალფ რანგნიკის თქმით, ფრანგი ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს და ტრავმის გამო ალისფერი მაისურით აღარასოდეს ითამაშებს. დაზიანება მან პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩში მიიღო „ლივერპულის“ წინააღმდეგ (0:4).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112368