ფეხბურთი

10:18 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა ტოტის რეკორდი გააუმჯობესა

„მილანის“ შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, იტალიური სერის A-ს ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საგოლე პასი შეასრულა - წერს ტვიტრში ჟურნალისტი ჯოზეფ შეპარდი.

23-ე ტურის მატჩში, „ლაციოს“ წინააღმდეგ (1:2), ზლატამა სანდრო ტონალის გაატანინა გამარჯვების ბურთი. ამ დროს შვედი 40 წლის, 6 თვისა და 21 დღის იყო. ამგვარად მან ფრანჩესკო ტოტის რეკორდი გააუმჯობესა. „რომას“ შემტევი 40 წლის, 4 თვისა და 23 დღის გახლდათ, როცა ასისტით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112406