ფეხბურთი

0:17 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილის საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 30-ე ტურში კრაკოვის „ვისლამ“ შინ პლოცკის „ვისლასთან“ 3:4 წააგო, გიორგი წიტაიშვილმა კი საგოლე პასი გააკეთა.

როდესაც მისი გუნდი 2:3-ს მარცხდებოდა, გიორგიმ საჯარიმოში შესანიშნავად, ტექნიკურად ითამაშა და ზდენეკ ონდრაშეკმა ახლო მანძილიდან გაიტანა, რითაც ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ კრაკოველებმა მაინც წააგეს, რადგან მეოთხე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-11 წუთზე გაუშვეს.

მოგეხსენებათ, ქართველი შემტევი „ვისლას“ ცოტა ხნის წინ სეზონის ბოლომდე შეუერთდა და 3 მატჩში უკვე 2 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.

კრაკოვის ვისლა“ სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე 29 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-16 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 1 მაისს, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117491