ფეხბურთი

17:15 | 24.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას სადებიუტო გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ვაკო ყაზაიშვილის შემდეგ გოლი ნიკა კაჭარავამაც გაიტანა.

სამხრეთ კორეული „ჯეონამი“ ავსტრალიურ „მელბურნ სიტისთან“ შინ წაგებას სწორედ ქართველმა ფორვარდმა გადაარჩინა. ნიკა მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში გახსნილი არ იყო. ავსტრალიელები 89-ე წუთზე დაწინაურდნენ და თითქოს უნდა მოეგოთ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კაჭარავამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

„ჯეონამი“ G ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 27 აპრილს, შინ „იუნაიტედ სიტისთან“ ჩაატარებს. ნიკა კაჭარავას აქტივში სამხრეთ კორეული გუნდის რიგებში ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105505