ფეხბურთი

14:15 | 23.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას შვილი: "მესი ადამიანებს შორის საუკეთესოა, მაგრამ მამაჩემი ადამიანი არ იყო"

დიეგო მარადონას შვილმა, უმცროსმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ ლიონელ მესი ადამიანებს შორის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მამამისი ადამიანთა კატეგორიაში არ იყო და განსხვავებაც ამაშია.

„მესი თავისი პერიოდის საუკეთესო ფეხბურთელია, მამაჩემი კი - მთლიანობაში. მას ვერავინ შეედრება. მესი საუკეთესოა კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ საქმე ისაა, რომ მამაჩემი ადამიანი არ იყო, ეს არის განსხვავება“, - თქვა დიეგო ჯუნიორმა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო არმანდო მარადონა 2020 წელს გარდაიცვალა. უმცროსი დიეგო ნახევრად იტალიელია, რადგან ის ფეხბურთის უგვირგვინო მეფისა და ნეაპოლელი ქალის შვილია, რომელიც სწორედ მაშინ დაიბადა, როცა დიეგო „ნაპოლიში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103649