ავტოსპორტი

3:05 | 20.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესის“ ხტუნვის ეფექტი შესაძლოა გადაცემათა კოლოფის ბრალია

ფორმულა 1-ის ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე გადასვლის შემდეგ, თითქმის ყველა გუნდის მთავარი პრობლემა, ვერტიკალური რხევებია, რაც მანქანების საშუალო სიჩქარეზე უარყოფითად აისახება. პრობლემას გრაუნდ ეფექტი ქმნის, რომლის დანიშნულებაც, ჩაჭიდების გაზრდაა.

მაგრამ გაზრდილი ჩაჭიდების გამო, მანქანების უკანა ნაწილის გზიდან დაშორება იმდენად მცირდება, რომ გრაუნდ ეფექტი აღარ მუშაობს და მანქანა მომენტალურად კარგავს ჩაჭიდებას. ეს კი იწვევს გზის საფარიდან დაშორების ზრდას. ამის შემდეგ, გრაუნდ ეფექტი ისევ იწყებს მუშაობას და ჩაჭიდებას ზრდის... ამ პროცესის გამეორებადობა ვერტიკალურ რხევებს იწვევს და სწორზე მანქანის სტაბილურობა იკარგება.

ამ ეფექტს გუნდები განსხვავებული წარმატებით ებრძვიან. ყველაზე ნაკლებად ის „ალპინის“ მანქანაზე ვლინდება. ყველაზე მეტად კი იმ მანქანებზე, რომლებიც „მერსედესის“ გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი. ასეთებია „მერსედესის“ კლიენტი გუნდების მანქანები, რომლებიც ძრავების გარდა, გერმანული კომპანიისგან გადაცემათა კოლოფებსაც იყენებენ.

რა თქმა უნდა, კოლოფი ვერტიკალურ ვიბრაციებს უშუალოდ არ იწვევს. საქმე მის კონსტრუქციულ თავისებურებაშია. კერძოდ გაბარიტებში, რაც აეროდინამიკაზე მოქმედებს. „მერსედესის“ კოლოფი ვიწრო და გრძელია. ამის გამო, ძირის ქვეშ განლაგებული ვენტურის არხები, მანქანის უკანა ნაწილში განათავსეს. მსგავსი გადაწყვეტა აქვთ „მაკლარენს“, „ასტონ მარტინს“ და „უილიამსს“. და არაა გამორიცხული, რომ ჭარბი ვერტიკალური რხევა სწორედ ამ თავისებურებას უკავშირდება.

სხვა გუნდბს მოკლე კოლოფები აქვთ. სამაგიეროდ, მათი სიმაღლე შედარებით მეტია. შესაბამისად, ასეთ მანქანებს სიმძიმის ცენტრიც ოდნავ მაღლა აქვს. მაგრამ რხევების შესამცირებლად, „მერსედესს“ მანქანის უკანა ნაწილის მაღლა აწევა უწევს. ამას კი სიმძიმის ცენტრის მაღლა აწევაც მოჰყვება. შესაბამისად, იცვლება მანქანის დინამიკური მახასიათებლები...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114854