ფეხბურთი

10:52 | 19.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზაფხულში „ინტერი“ „აინტრახტის“ ფეხბურთელს შეიძენს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებას „აინტრახტის“ სერბი ნახევარმცველით, ფილიპ კოსტიჩით აპირებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

„ნერაძური“ მზადაა 29 წლის ფეხბურთელს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, წელიწადში 5-მილიონევროიანი ანაზღაურებით. გერმანული კლუბი თავის ერთ-ერთ ლიდერს 15 მილიონ ევროდ აფასებს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში კოსტიჩმა „აინტრახტის“ მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და რვა საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110201