ფეხბურთი

23:04 | 18.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის „დინამო“ ისევ ერთპიროვნული ლიდერია

დღეს, 18 აპრილს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. ლიდერმა, ბათუმის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. მატჩი ძალიან კარგი საცქერი გამოდგა. განსაკუთრებით პირველი ტაიმი. დუბლი მიითვალეს ხვიჩა კვარაცხელიამ და ჯოვინო ფლამარიონმა. ერთიც შეცლაზე შესულმა მილან რადინმა გაიტანა. ორი საგოლე პასი მიითვალა სანდრო ალთუნაშვილმა.

გაგრელთაგან თავი თეიმურაზ შონიამ და გიორგი ბუხაიძემ გამოიჩინეს.

საბოლოოდ - 5:2 და ბათუმელები ისევ ერთპიროვნული ლიდერები არიან.

გაიმარჯვა ზღვისპირელთა უშუალო მდევარმა „დილმაც.“ გორელებმა დაძაბულ მატჩში „თელავს“ 2:1 სძლიეს და ლიდერს მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან.

ისევ ვერ მოიგო თბილისის „დინამომ.“ ამჯერად კახა ცხადაძის შეგირდები შინ „სამგურალს“ უგოლოდ დაშორდნენ და მესამე ადგილზე დგანან.

ფრედ ითამაშეს ბოლნისში „სიონმა“ და „ტორპედომ“ – 1:1.

„საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ 3:1 სძლია. „რკინიგზელებმა“ ზედიზედ მერვე შეხვედრა წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116682