ფეხბურთი

15:43 | 17.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა შესაძლოა "მილანში" დაბრუნდეს

ჯანლუიჯი დონარუმა შესაძლოა „მილანში“ დაბრუნდეს. სენსაციურ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.

„პარი სენ ჟერმენს“ სეზონის ბოლოს სავარაუდოდ სპორტული დირექტორი ლეონარდო დატოვებს, რომელიც დონარუმას ტრანსფერის ინიციატორი იყო. თუმცა, იტალიელმა მეკარემ მოლოდინი ვერ გაამართლა და ლეონარდოს წასვლის შემთხვევაში შესაძლოა, ისიც ტრანსფერზე დააყენონ.

გავლენიანი ფრანგული გამოცემა წერს, რომ „მილანს“ ზაფხულში ახალი მფლობელი ეყოლება, რომელიც დონარუმას დაბრუნებას არ გამორიცხავს. თუმცა, სიტუაციას ართულებს მაიკ მენიანი, რომელმაც „როსონერიში“ დონარუმა ბრწყინვალედ შეცვალა და ამიტომაც, დონარუმას დაბრუნება არაპრაქტიკული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა „მილანიდან“ „პარი სენ ჟერმენში“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118672