ფეხბურთი

18:53 | 15.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" "მილანის" კაპიტანს უფასოდ დაიმატებს

„მილანის“ კაპიტანი ალესიო რომანიოლი დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს და კარიერას „ლაციოში“ გააგრძელებს.

რომანიოლის „მილანთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ის განახლდება, რადგან ფეხბურთელმა ხელფასის 5.5 მილიონი ევროდან 2.5 მილიონ ევრომდე შემცირებაზე უარი თქვა.

„ლაციო“ მზადაა იტალიელი მცველი უფასოდ დაიმატოს და 3 მილიონ ევროს ხელფასის სახით სთავაზობს. რომანიოლი თანახმა რომაულ გუნდში გადასვლაზე, რადგან არასდროს დაუმალავს, რომ ბავშვობიდან „ლაციოს“ ქომაგია, მიუხედავად იმისა, რომ ის „რომას“ აკადემიის აღზრდილია და პროფესიონალურ ფეხბურთშიც დებიუტი ამ გუნდში ჰქონდა.

ალესიო რომანიოლი „მილანში“ 2015 წლიდან თამაშობს და 246 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი. მას ასევე უთამაშია "რომასა" და "სამპდორიაში".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117386