ფეხბურთი

22:59 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" "საბურთალოსთან" მარცხს გადაურჩა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მეხუთე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „საბურთალო“ და „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდნენ.

თამაში დაძაბული გამოდგა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1. არადა, „საბურთალო“ ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან მხოლოდ რამდენიმე წუთი დააკლდა. ლევან კორღალიძის გუნდი 33-ე წუთზე ბაქარ ქარდავას გოლით დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ რომ ქარდავა ამ სეზონამდე „დინამოს“ რიგებში ირჯებოდა.

კახა ცხადაძის გუნდს მარცხს მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გადაურჩა და ანგარიში გიორგი გაბედავამ გაათანაბრა.

შედეგად, „დინამო თბილისმა“ 14 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „საბურთალო“ 9 ქულით მეექვსე ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს.

„საბურთალო“ – „დინამო თბილისი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ქარდავა (33), 1:1 გაბედავა (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060537