ფეხბურთი

18:26 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" და "გაგრამ" ქულები გაიყვეს

საქართველოს ეროვნულ ლიგაში „სამგურალსა“ და „გაგრას“ შორის გადადებული შეხვედრა გაიმართა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.

„სამგურალი“ მატჩის დასაწყისში დემურ ჩიხლაძემ დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე მათე ვაწაძემ პენალტით გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ მსაჯი აშკარად შეცდა და პენალტი წყალტუბოელთა კარის მიმართულებით დასანიშნი არ იყო. გუნდებს სიტუაციის შესაცვლელად საკმარისი დრო ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

შედეგად, „სამგურალს“ 7 თამაშში 9 ქულა აქვს და წინ „დინამო თბილისთან“ დაპირისპირება ელოდება, ხოლო „გაგრა“ 8 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას „დინამო ბათუმთან“ ჩაატარებს.

„სამგურალი“ – „გაგრა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჩიხლაძე (19), 1:1 ვაწაძე (52, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112201